ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N17
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
კინოთეატრი XX საუკუნის დასაწყისშია აგებული, როდესაც საქართველოს რამდენიმე მსხვილ ქალაქში თბილისში (კ/თ `აპოლო~), ქუთაისში (კ/თ `მონ პლესირი~) და მათ შორის ბათუმშიც აშენდა გამორჩეული მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტის მქონე კინოთეატრები. შენობის კედლების კიდეები გამოყოფილია რუსტიკის იმიტაციის მქონე ზედაპირიანი პილასტრებით, რომლებიც შენობას მთელს სიგრძეზე აუყვება და შვერილ მრუდხაზოვნად სრულდება. მათ ზედა ნაწილში ნალესობაში გამოყვანილი მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი ორნამენტებია მოცემული. ამ პილასტრებს შორის მოქცეული შენობის ცენტრალური ნაწილის საფასადო გადაწყვეტა წრიული მოხაზულობის ფორმებზეა აგებული, სადაც მასალად მინაა გამოყენებული. შენობის ეს ნაწილი თაღოვანი ფორმის ორნამენტირებულ არშინებიანი პარაპეტით სრულდება. კინოთეატრს რამდენიმე წლის წინ საფუძვლიანი სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომლის დროსაც მოხდა ფასადის თავდაპირველი სახით აღდგენა. მიუხედავად ავთენტურ ქსოვილში უხეში ჩარევისა შენობას მაინც უნდა მიენიჭოს ძეგლის სტატუსი, რადგანაც ის დიდწილად იმეორებს თავდაპირველი შენობის ორიგინალურ საფასადო დეკორს და გარდა ამისა შენობა თავისი პროპორციებითა და მასშტაბით კარგად ეწერება ქუჩის განაშენიანებაში.