ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N24
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
მართკუთხა ფორმის ეზოს პარალელურად განთავსებული ორსართულიანი სახლის ფასადი შელესილია და მოვარდისფრო-მოწითალო ფერზეა შეღებილი. სწორკუთხა ღიობებით დანაწევრებულ სართულებს არავითარი არქიტექტურული გაფორმება არ აქვს. სახლის მარჯვენა მკლავს აუყვება ქვის კიბე, რომლის ქვემოთ სივრცე შეფიცრულია და სათავსია მოწყობილი. ლითონის აივნები და სარკმლების საპირეები გვიანდელია. ძალიან გადაკეთებული კიდევ ორი მცირე ზომის ნაგებობა სახლის მარცხნივ დგას. თავისთავად არაღირებული, თუმცა ისტორიული განაშენიანებისთვის შესაბამისი მოცულობის მქონე ფონური შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შენარჩუნება აუცილებელია, რადგან ამით დაცული იქნება უშუალო სიახლოვეს მდებარე ძეგლების (##30, 28, 22, 20) შესაფერისი ურბანული გარემო და მიკროუბნის მასშტაბი.