ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო თხილვანა
ძეგლის მოკლე დახასიათება
მენჰირი აღმართულია ხულოს რაიონის სოფ. თხილვანაში, ე.წ. ბოლქვაძეების უბანში, შ. ბოლქვაძის საკარმიდამო ნაკვეთში. ქვის ლოდი კარგადაა დამუშავებული. ძირის სიმაღლე მიწის სიღრმეში უცნობია. მიწის ზემოთ სიმაღლე 1.8 მ-ია. სიგანე 1 მეტრი სისქე კი 0.6 მ. ქვა ქვემოდან ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. ქვის შუა ნაწილში ამოკვეთილია ოთხკუთხა ფორმის ფოსო.