ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N41 / ფარნავაზ მეფის ქ.N 63
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ერთსართულიანი კუთხის სახლი მაღალი ცოკოლით ნაგებია ქვით და შელესილია. ცოკოლის მონკვეთი რუსტირებულია. ძირითადი სართულის ფასადები მონაცრისფროდ არის შეღებილი და დანაწევრებულია სწორკუთხა, პროფილირებული, ჩარჩოშემოვლებული ღიობებით. თითეული ღიობის ცენტრში მოდერნული სტილის საჭექი ქვაა ჩასმული, რომელსაც ხორკლიანი ზედაპირი აქვს და ასეთივე განიერი თავსართი, რომელიც ფანჯარას მიყვება. ღიობებს შორის კედლის სიბრტყე ჰორიზონტალური ღარებით არის დასერილი. სარკმლების ძირები ჩაკვეთილი მართკუთხა მონაკვეთებით არის ხაზგასმული, რომელტა ზედაპირი ასევე ხაიოანია. შენობა პროფილირებული კარნიზით სრულდება. XX საუკუნის დასაწყისის ეს ნაგებობა, თავისი თავშეკავებული გაფორმებით, მოკრძალებული ზომებით, თავისუფლად