საცხოვრებელი სახლი
ქ. ბათუმი, ხულოს ქუჩა N23
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხულოს ვიწრო ქუჩაზე აღმართული ერთსართულიანი შენობა მაღალ ნახევარსარდაფზე დგას. ის, სავარაუდოდ, XX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული. შენობის მარჯვენა კიდურა ნაწილი, დიდი ალბათობით გადაკეთების შედეგი უნდა იყოს.ფასადი მშვილდთაღოვანი ღიობებითაა დანაწევრებული. მათ მარტივი საპირეები შემოუყვებათ, თუმცა მთავარი სართულისა და კარის ღიობების საპირეები დამატებით მცენარეული ორნამენტებითაა შემკული, რომელიც საპირეს მთლიანად მიუყვება და ასევე თაღთა ცენტრში მცენარეულორნამენტიანი საჭექი ქვებია ჩასმული (სარკმლების მსგავსი შემკულობა გვხვდება ხულოს #17-ში). ნახევარსარდაფი და მთავარი სართული ერთმანეთისგან ორი თარაზული ფრიზით გამოიყოფა, რომელთა შუაში არსებული არეც მართკუთხა ელემენტებითაა შევსებული. სახლის კარნიზს მცენარეული ფრიზი გაუყვება.შენობაში შესასვლელებს ხის, დეკორატიულად გაფორმებული კარი აქვთ შებმული, აქედან მარჯვენას ლითონის წინფრა აქვს. სახლის მარჯვენა კიდურა ნაწილში ეზოში შესასვლელია თაღოვანი გვირაბია მოწყობილი, რომლის შუაშიც მამაკაცის მცირედრელიეფური თავია გამოსახული. შენობა ხულოს ვიწრო ქუჩის მჭიდრო განაშენიანებაშია ჩართული. ის მოკლებულია მაღალ სამშენებლო ტექნიკასა თუ ფასადთა გაფორმებას, თუმცა თავისი პროპორციებითა და ქუჩის ზომებთან კარგად შეხამებული მასშტაბით განაშენიანებისათვის გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია.