ქ. ბათუმი, ზურაბ გორგილაძის ქუჩა N21
ძეგლის მოკლე დახასიათება
ნაგებობა მდებარეობს მჭიდრო ურბანულ განაშენიანებაში. წარმოადგენს ერთსართლიან ნაგებობას, სარდაფით. ფასადის ცენტრის ოდნავ მარცხნივ განთავსებულია მაღალი და სწორკუთხა მოხაზოლობის ტალანი, რომელსაც შიდა ეზოში შევყავართ. ქალანის ზედა ნაწილში შემორჩენილია ლითონის აჟურული ცხაური. ტალანის ორივე მხარეს იყო ორ-ორი ფანჯარა და შემდეგ ორი სადარბაზოს კარი, თუმცა ამჟამად მის ორივე მხარეს ფანჯრები გაუქმებულია და გადაკეთებულია ვიტრინებად. დარჩენილია მხოლოდ ფანჯრების ზედა მოჩარჩოება. მარჯვენა სადარბაზოს კარის მარჯვნივ კიდევ სამი ფანჯარაა, რომლებმაც თავდაპირველი სახით მოაღწიეს ჩვენამდე. ფასადი გაფორმებულია ბაროკოს სტილის ელემენტებით. მრუდთაღოვან ფანჯრებს შემოუყვება პროფილირებული მოჩარჩოება, რომელშიც ჩართულია გრეხილი ლილვი. ფანჯრების თავზე ორნამენტით დაფარული საჭექი ქვის იმიტაციაა.ფასადი სრულდება მცირედ შვერილი თაროს ფორმის კარნიზით, რომელსაც ქვეშ გაუყვება ორნამენტული სარტყელი, ერთმანეთში გადახლართული ფოთლოვანი ორნამენტით.