რეგიონი: ბათუმი
ტიპი: საერო ნაგებობები–ძველი ბათუმი
თარიღი: XX საუკუნის შუა ხანა
მისამართი: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N34/ზურაბ გორგილაძის ქუჩა N25/პეტრე მელიქიშვილის ქუჩა N39/ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა N12-14-14ა
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ოთხსართულიანი, საკმაოდ დიდი ზომის საცხოვრებელი სახლი კონსტრუქრტივიზმის სტილისტურ ნიშნებს ატარებს. გეგმაზე п ფორმის შენობის პერომეტრი სამ ქუჩაზე გადის. ქუჩების მიმართულებით განვითარებული შენობის ფრთები კუთხეში განთავსებული კიბის უჯრედით არის შეერთებული, რომელიც ოდნავ შეწეულია და კუთხოვანი, რაც ამ ნაწილში შენობას შეტეხილ აბრისს აქმნის.სახლი სრულდება მაღალშუბლიანი კარნიზით. კუთხის სადარბაზოების თავზე პარაპეტია მოცემული, რომლის სიბრტყეზე აშენების თარიღია (1931 და 1932 წლები) და წრეში ჩასმული კომუნისტური სიმბოლო _ ნამგალი და ყროს გამოსახულება.ფასადები სრულიად სადაა. კედლის ზედაპირს ანაწევრებს სწორკუთხა ფანჯრის ღიობები და ლითონის პატარა აივნები. მოგვიანებით ნაგებობის ნაწილს დააშენეს მანსარდა.კონსტრუქტივიზმის სტილში შესრულებული ეს კუთხის შენობა განსაზღვრავს ორი ქუჩის მასშტაბს და განაშენიანების ხასიათს. იგი საბჭოური საცხოვრებელი არქიტექტურის განვითარების შესანიშნავი ილუსტრაციაა