ქ.ბათუმი, ოთარ ჭილაძის ქუჩა N6 / ფარნავაზ მეფის ქუჩა N5
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი ქვის სახლი ორი ქუჩის შეერთებაზე, კუთხეშია აგებული. შენობა ამჟამად ძალიან სახეცვლილია. ფასადებს, მთელ პერიმეტრზე, გადმოკიდებული აივანი ევლება, რომელიც ტროტუარის მთელ სიგანეს მოიცავს და თუნუქის პრიალა, გოფრირებული ფირფიტებით არის დაფარული.ძველი შენობიდან, დღეს იკითხება მხოლოდ პირველი სართულის კუთხის პილასტრის დეკორაციული დამუშავების ელემენტი - სტილიზებული წრე, სამი ისრით და სადარბაზოს კარი, საინტერესო კიბის უჯრედით.შენობა მნიშვნელოვნად სახეცვლილია. დეკორაციულ;ი გაფორმების შემორჩენილი პატარა ფრაგმენტითაც, მოდერნის სტილისტური ნიშნები იკითხება.მხატვრული სახისა და ავთენტურობის მნიშვნელოვანი დანაკარგის მიუხედავად, შენობა ინარჩუნებს ქუჩის მასშტაბსა და განაშენიანების ხასიათს.