აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ.N36 ში არსებული ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რესტავრაცია ჩაუტარდება შენობის ფასადს. შეკეთდება და მოწესრიგდება ლითონის ჭვირული აივნები და ხის შემუნული გალერეა-აივნების სისტემა. მოხდება ინტერიერში შემორჩენილი მხატვრული ელემენტების კედლებისა და ჭერის ნალესი პროფილების გამაგრება.თავიდან მოეწყობა შენობის სართულშუა გადახურვების ის მონაკვეთები, რომლებიც აღარ ექვემდებარებიან აღდგენას. შეიცვლება შენობის სახურავი.
XX საუკუნის დასაწყისში აშენებული შენობა თავისი სისადავითა და მშენებლობის ტექნიკით ბათუმის საცხოვრებელი სახლის საფასადო გაფორმების საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.