აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში (ჯვარქედის უბანი) ანტიკური ხანის ნამოსახლარის შესწავლა მიმდინარეობს. აღმოჩენილია კომპლექსი სადაც, წარმოდგენილია სამი პერიოდის ძეგლი: გამოქვაბული 8 - 10 000 წლის წინანდელი, XI - XIII საუკუნეებით დათარიღებული სათვალთვალო კოშკი და ძვ.წ. აღ-ის მე-4 მე- 5 სს -ის ნამოსახლარი . აღმოჩენილია ასევე სხვადასხვა სახის კერამიკული ნაწარმი, ლითონის ნაკეთობანი, რკინისა და ბრინჯაოს ნივთები.