აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სკოლის მოსწავლეებისათვის იწყებს ახალ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „გაეცანი, შექმენი და აირჩიე სამომავლო პროფესია“.
◈ პროგრამა განკუთვნილია IV -VIII კლასის მოსწავლეთათვის,
◈ მაქსიმალური რაოდენობა: 15-17 მოსწავლე
◈ ხანგრძლივობა: 1:30 წთ
◈ პერიოდი/ თვე: თებერვლი, მარტი, აპრილი, მაისი;
◈ ჩატარების ადგილი: გონიოს კვლევითი ცენტრი
მიზანი:
პროგრამის დეტალური აღწერილობა:
მოსწავლეები მოინახულებენ გონიოს ციხესა და კვლევითი ცენტრის სამუშაო სივრცეებს - სარესტავრაციო ლაბორატორიასა და საცავს, გაეცნობიან საცავში დაცულ იმ არქეოლოგიურ არტეფაქტებს, რომელთა ექსპონირება მუზეუმებში ჯერ არ განხორციელებულა, გაეცნობიან არქეოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეს და რესტავრატორს. ჩაუტარდებათ შემეცნებითი 20 წუთიანი გაკვეთილი. შემდგომ, მოზარდები საკუთარი ხელით შექმნიან კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ თემატურ ნამუშევრებს (გრაფიკულ, ფერწერულ ნახატებს, პანოებს, მოხატავენ კერამიკულ ჭურჭელსა და ქვებს).
1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს მოეწყობა მათი ნამუშვრების გამოფენა.
შედეგი:
პროგრამა დაეხმარება მოსწავლე-ახალგაზრდებს განათლების მიღებაში, კულტურული მემკვიდრეობისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, ასევე, სამამავლო პროფესიის არჩევაში.
პროგრამა (თემები):
27-28 თებერვალი
პრაქტიკული სამუშაო: ხატვა- საკულტო ნაგებობები
პრაქტიკული სამუშაო : რომაული სამაგიდო თამაშები
21-22 მარტი
პრაქტიკული სამუშაო: გონიო და პეტრა ( თემატური ნახატების შესრულება)
პრაქტიკული სამუშაო: საგნის შემკობა ქართული ორნამენტითა და მძივებით
25- 26 აპრილი
პრაქტიკული სამუშაო: ნამუშევრის მოზაიკურ სტილში შესრულება
პრაქტიკული სამუშაო: პრეისტორიული პერიოდის ნახატების ასლები (ხატვა ქვაზე).
28-29 მაისი
პრაქტიკული სამუშაო: სამკაულის შექმნა;
პრაქტიკული სამუშაო - ძველი ბათუმი (ურბანული პეიზაჟი)
ივნისი - ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა
◈ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ტელ: სოფიო სანიკიძე -555 14 53 53
მარინა ითონიშვილი - 577299967