აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლის 30 სექტემბერს ქ. ბათუმში, გ. მაზნიაშვილის N 48-ში ღონისძიება ,,ბათუმური ეზო’’ გაიმართა.
გაცოცხლდა ძველი ბათუმური ეზოების ისტორია და იქ მცხოვრებთა ყოველდღიური ყოფა. მოწვეულმა ისტორიკოსებმა მე-19 საუკუნის ბათუმის შესახებ, ბათუმური ეზოების მნიშვნელობასა და მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულებებსა და ყოფით ტრადიციებზე ისაუბრეს.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, სადაც აისახა ის პროექტები, რომლებიც ძველი ბათუმური ეზოების სამომავლო განვითარებას უკავშირდება.
მოეწყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.