აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, 2024 წელს აჭარაში წარმოებული საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართა!
აღნიშნულ სამეცნიერო სესიაზე მოხსენებები ექსპედიციების ხელმძღვანელებმა და ექსპედიციის მონაწილე მეცნიერ-თანამშრომლებმა წარმოადგინეს.
2024 წელს საველე არქეოლოგიური სამუშაოები სხვადასხვა პერიოდის ძეგლებზე აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა. სესიაზე წარმოდგენილი მოხსენებებიც თემატურად მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა პერიოდს ქვის ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით. კერძოდ, მოხსენებები წარმოდგენილი იყო , ფიჭვნარის, გონიო-აფსაროსის, პეტრა-ციხისძირის, მაჭახლის ხეობის, სოფ. ხუცუბნის და ზედა მახუნცეთის ტერიტორიებზე წარმოებული გათხრების შესახებ.
სამეცნიერო სესიას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, არქეოლოგები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.