• EN
  • ge
  • ru
  • ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი
    Hot Line 0 422 225 602

    ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი დაარსდა 2007 წელს, იმ შენობაში, სადაც საუკუნის წინ განთავსებული იყო ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის ,,ბათუმის კანტორა''. ძმები ნობელები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ბათუმთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა თუ მის კეთილმოწყობაში. მუზეუმში გაეცნობით მათ საქმიანობას სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის ბათუმში, მოისმენთ არა ერთ საინტერესო ინფორმაციას შვედი გამომგონებლისა და ,,ნავთობის მეფეებად'' წოდებული ნობელების შესახებ.

    მუზეუმი ინახავს ძველი ბათუმის  ეკონომიკური და კულტურული განვითარების ამსახველ არა ერთ საინტერესო ექსპონატს. აქ თქვენ გაეცნობით ჩაისა და თამბაქოს კულტურების ისტორიას; ლაო ჯინ–ჯაოს საინტერესო ბიოგრაფიას; კომერციული ქართული ღვინოების, მათ შორის საეკლესიო ღვინის ისტორიას, რომელიც ბათუმს უკავშირდება.

    მუზეუმის საექსპოზიციო თემატიკა ძირითადად მოიცავს რევოლუციამდელი საქართველოს, განსაკუთრებით ქ. ბათუმის ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ისტორიას.

    ქ.ბათუმი, თამარის დასახლება, ლესელიძის ქ.3
    მობ: (+995599) 43 03 68       (+995577) 29 99 60
    http:// www.ajaraheritage.ge