გონიო ციხის ტერიტორიზე არსებულ სამუზეუმო სივრცეში განთავსებულია გონიოსა და პატრას ციხეზე არქეოლოგიური ექსპედიციების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები! ექსპოზიციაში წარმოდგენილია ციხისა და მისი შემოგარენის ისტორიის ამსახველი არქეოლოგიური მასალა გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანიდან მოყოლებული გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით.