• EN
  • ge
  • შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში არქეოლოგიურინ ექსპედიცია მიმდინარეობს - 7 ივლისი, 2023
    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში, "ქაშუეთის" უბნის ტერიტორიაზე ნაეკლესიარისა და სამაროვნის შესწავლის მიზნით.
     
    ამ ეტაპზე ნაეკლესიარის აღმოსავლეთითა და სამხრეთით აღმოჩნდა რამდენიმე სამარხი, ზოგიერთ მათგანში დაფიქსირდა სამარხეული ინვენტარიც (ჯამები, სასმისები). ერთი სამარხი და ორი ქვევრი ნაეკლესიარის შიდა სივრცეშიცაა წარმოდგენილი იატაკის დონეზე.
     
    ეკლესიის აღმოსავლეთით მდებარე სამარხების შესწავლის დროს აღმოჩნდა ასომთავრულით შესრულებული წარწერიანი ქვის ფრაგმენტი, რომლის ნაწილი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში შემთხვევით იპოვა სოფლის მკვიდრმა. ქვაზე ამოკვეთილია: "ქრისტე შეიწყალე ბასილი და მისნი შვილნი".
     
    მიმდინარე წელს ამ მიმართულებით სააგენტოს ბიუჯეტში 13000 ლარია გათვალისწინებულ