მიმდინარე წელს, საზოგადოება ,,ბათომი“-ს ინიციატივით საქართველოს ეწვია პენსილვანიის (აშშ) უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი დონოვან რიპკემა, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკის თემაზე ადგილობრივი და ამერიკელი სტუდენტებისათვის ორ კვირიანი სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, ლექციები ჩაატარა.
სემინარზე ქართულ-ამერიკული სტუდენტთა ჯგუფი გაეცნო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წინაშე მდგარ გამოწვევებს და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე სპეციალისტებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები ისტორიული მემკვიდრეობების შენარჩუნების, როგორც ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტის შესახებ. სალექციო კურსი ქ. თბილისში მიმდინარეობდა, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა ტურს თბლისის ისტორიულ უბნებში და შეხვედრებს ამ დარგში მომუშავე ქართველ ექსპერტებთან, ხოლო პრეზენტაცია შედგა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელსაც დაესწრნენ თბილისის მერიისა და საკრებულოს შესაბამისი დარგობრივი კომიტეტებისა და დეპარტამენტის თანამშრომლები. ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
სასერტიფიკატო პროგრამაში მონაწილეობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა სოფიო ჭანიშვილმა (ხელოვნებათმცოდნე) და ლია გელოვანმა (არქიტექტორი) მიიღეს, რომლებმაც ქართულ-ამერიკულ ჯგუფთან ერთად შეიმუშავეს რეკომედაციები და წარადგინეს პრეზენტაცია კულტრული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და ეკონომიკური განვითარების შესახებ.