აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სარესტავრაციო ლაბორატორიაში გაიწმინდა და კონსერვაცია ჩაუტარდა გასულ წლებში პეტრას ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად აღმოჩენილ ლითონის არტეფაქტებს, რომლებიც ახ. წ. VI საუკუნით თარიღდება. ნივთებს შორის იყო: ჯაჭვის პერანგის ფრაგმენტები, ფარის უმბონები, შუბისპირები, ისრისპირები, ცულები, მახვილები და ნამგლები.
საკონსერვაციო სამუშაოები განახორციელა მხატვარ-რესტავრატორმა გიორგი ბოლქვაძემ
#პეტრას ციხე #არქეოლოგია #კულტურული მემკვიდრეობა