• EN
  • ge
  • საგანმანათლებლო გაკვეთილი - 23 მაისი, 2025

    საგანმანათლებლო პროგრამის „შეეხე ისტორიას ხელებით" ფარგლებში სკოლა - გიმნაზია "იბერიის" მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის გონიოს ციხის სამეცნიერო კვლევით ცენტრში (პედაგოგი- თეკლა აბაშიძე) ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: არქიტექტურა-ხუროთმოძღვრება, არქიტექტურის სახეობები, რა ნიშან-თვისებების საფუძველზე შეიძლება მიენიჭოს შენობას ძეგლის სტატუსი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქის ღირსშესანიშნავი ძეგლების მიმოხილვას. (პრაქტიკული სამუშაო: ხატვა- ქალაქის საკულტო ნაგებობები) შემეცნებით აქტივობას უძღვებოდა ხელოვნებათმცოდნე სოფიო სანიკიძე.

    "რომაული საბრძოლო იარაღები"-აღნიშნულ თემაზე ბათუმის "მეგა სკოლის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი-მარიკა ევგენიძე) მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტიპის შემეცნებით აქტივობებში. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია რომაული არმიის-ლეგიონის შემადგენლობაზე, სამხედრო ტაქტიკაზე, ლეგიონის ძირითად და დამხმარე იარაღების სახეებზე. გაეცნენ ფარების (სკუტუმი), ხმლებისა (გლადიუსი) და შუბების (პილუმი) მნიშვნელობას. გაკვეთილს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ - თანამშრომელი, კახაბერ ქამადაძე უძღვებოდა.