გონიოს ციხეში ,,რომაული ფესტივალი 2019’’ დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რომაული ბანაკი, ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით, ასევე რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრებასთან და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები. გაიმართა სხვადასხვა სახის ნაკეთობების, კერამიკული ნაწარმისა და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდა მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები. სტუმრებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო თეატრალიზებული სანახაობები. კერძოდ: რომაული ცეკვა და ,,გლადიატორების ორთაბრძოლა’’.
ფესტივალის ფარგლებში, შეჯიბრებები გაიმართა სამ სპორტულ სახეობაში: ქართულ ჭიდაობაში, ცხენოსნობასა და მშვილდოსნობაში. ტურნირში გამარჯვებულებს გადაეცათ ,,გონიოს თასი’’ და სიგელები.
ღონისძიების მიზანი იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება იყო, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა
ფესტივალი 20 აგვისტოს გაიხსნა და დღეს დასრულდა.