2019 წლის 28 ივნისს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე განახლდა ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია. სამუშაოები ციხის სამხრეთ-დასავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში მიმდინარეობს. ექსპედიციამ გააგრძელა წინა წლებში დაწყებული კულტურული ფენების შესწავლა.
ქართულ-პოლონური საერთაშორისო ექსპედიცია გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე 2015 წლიდან მუშაობს. ამ ხნის მანძილზე გამოვლენილია სხვადასხვა სახის არქიტექტურული ნაგებობები (აბანო, ყაზარმები, მონუმენტური ნაგებობები და ა.შ) და არქეოლოგიური მასალები.
არქეოლოგიური გათხრები ციხის ტერიტორიაზე ერთი თვე გაგრძელდება.