პეტრას ციხის არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო (ექსპედიციის ხელმძღვანელი არქეოლოგი გიორგი თავამაიშვილი)
მიმდინარე წელს საველე კვლევა-ძიება გაგრძელდება სამნავიანი ბაზილიკის სივრცეში, ნავების აღმოსავლეთი მონაკვეთის გაწმენდის და ადრეულ ნაგებობასთან კავშირის საბოლოოდ დადგენის მიზნით.
დასრულდება 2021 წელს დაწყებული სამუშაოები სამნავიანი ბაზილიკის საკურთხევლის გარეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთით. გასულ წელს სამუშაოები განხორციელდა სამეურნეო ნაგებობის ჩრდილოეთი კედლის და მიმდებარე ტერიტორიაზე. ამჯერად სამუშაოები გაგრძელდება უშუალოდ სამეურნეო ნაგებობის შიგნით და სამხრეთის კედლის გარეთ ციხის გალავნის კედლამდე.