დღეს, გონიოს ციხის ტერიტორიაზე ,,საბავშვო ფესტივალი 2020’’გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მე-5 კლასის მოსწავლეებმა. ფესტივალი დატვირთული იყო როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი აქტივობებით.
პეციალურად მოწყობილ სივრცეებში ბავშვებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ მოზაიკის ხელოვნების, ხატვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასებში. ღონისძიების ბოლოს დაურიგდათ სიმბოლური საჩუქრები.
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდა.
ფესტივალის ჩატარების მიზანი ბავშვებისათვის თამაშის ფორმით არაფორმალური განათლების მიღება და გონიოს ციხის პოპულარიზაცია იყო