აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე რომაული ყაზარმის ანალოგი შენობა მოინახულეს, რომლის მშენებლობაც ახლახანს დასრულდა.
ეს იქნება ახალი სამუზეუმო სივრცე, სადაც გონიოს ციხის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ თვალნათლივ დაინახონ ,,გაცოცხლებული" რომაელი ჯარისკაცების ყოფა-ცხოვრება.
შენობაში განთავსებული იქნება ჯარების მეთაურის ოთახი, ჯარისკაცების საძინებელი, იარაღის შესანახი ოთახი, რომაული სამზარეულო და სხვა დამხმარე სათავსოები.
პარალელურად მიმდინარეობს გონიო-აფსაროსის სამუზეუმო სივრცის განახლების და პეტრას ციხეზე ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობის სამუშაოები, სადაც განთავსებული იქნება გონიოსა და პეტრას ციხეზე აღმოჩენილი არტეფაქტები.
სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.