• EN
  • ge
  • არქეოლოგიური სემინარი - 27 ოქტომბერი, 2022
    სემინარი თემაზე: სამხრეთ კავკასიის არქეოლოგიური ძეგლებისათვის რეესტრის შედგენის შესაძლებლობები
     
    2022 წლის 25-27 ოქტომბერს გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის EU4Dialogue-ის ფარგლებში თბილისში ჩატარდა არქეოლოგიური ვორქშოპი თემაზე: სამხრეთ კავკასიის არქეოლოგიური ძეგლებისათვის რეესტრის შედგენის შესაძლებლობები.
    სემინარში მონაწილეობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიურ- არქიტექტურული კომპლექსების, არქეოლოგიისა და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსმა ლაშა ასლანიშვილმა, არქეოლოგიური მუზეუმის მმართველმა ემზარ კახიძემ და სააგენტოს მეცნიერ- თანამშრომლებმა მიიღეს.
    ტრენინგი ბრანდენბურგის მუზეუმისა და ძეგლთა დაცვის დირექტორმა პროფ. ფრანც შოპერმა ჩაატარა. ვორქშოპის მუშაობას ესწრებოდნენ გერმანელი, სომეხი, მოლდაველი და ქართველი არქეოლოგები.