გრძელდება არქეოლოგიური ექსპედიცია გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის ჩრდილოეთ ნაწილში.
არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად გამოვლინდა მართკუთხა ფორმის ოთახი, სადაც იატაკქვეშა გათბობის სისტემაა (ჰიპოკაუსტი) გამართული. თიხის ფილების 5 სვეტი, აგურებით მოწყობილი იატაკი და საცეცხლური გვაფიქრებინებს, რომ ოთახი აბანოს ნაწილი უნდა ყოფილიყო.
ექსპედიციის ხელმძვანელი:პროფ. შოთა მამულაძე.