აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ბაზაზე სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს!
აღნიშნულ ცენტრში ხორციელდება არქეოლოგიური არტეფაქტების
კამერარული და ლაბორატორიული დამუშავება (ნივთების გაწმენდა, კონსერვაცია, აღწერა-დახასიათება, ფონდებში განთავსება, პასპორტიზაცია და ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია).
ცენტრი სრულიად არის აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით: აქვს თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია, საკონფერენციო დარბაზი და ბიბლიოთეკა. სარესტავრაციო ლაბორატორიის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის ისტორიულ-მხატვრული ღირებულების შენარჩუნების მიზნით, დაზიანებული არტეფაქტების გაწმენდა, გამაგრება და აღდგენა.
სააგენტოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მზადაა უმასპინძლოს დარგის სპეციალისტებს, მეცნიერ-თანამშრომლებს, ახალგაზრდა დამწყებ ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს - ექსპედიციების, თემატური ფორუმების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად!