• EN
  • ge
  • არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ვიდეო რგოლის პრეზენტაცია - 17 ივნისი, 2023
    დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ვიდეო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა!
     
    ვიდეო რგოლის მიზანია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უნიკალურობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.
     
    პრეზენტაციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობაზე და არამატერიალური საგანძურის დაცვის კუთხით საზოგადოების ინტერესის გაზრდის როლზე ისაუბრეს.
     
    ვიდეო რგოლი სააგენტოს გუნდის აქტიური ჩართულობით ზვიად სირაბიძის მიერ მომზადდა!
    P.S - რამდენიმე დღეში გაიმართება ვიდეო რგოლის სატელევიზიო პრემიერა.