შოთა მამულაძის სახელობის გონიოს სამეცნიერო კვლევით ცენტრში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს კულტურული მემკვიდრეობის თემაზე ლექცია ჩაუტარდათ.
ლექციის ფარგლებში ისაუბრეს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობაზე; ურბანული კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე, სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილ პრექტებზე და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.
ღონისძიების მიზანია სტუდენტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.