2017 წლის 30 სექტემბერს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები“-ს ფარგლებში კონფერენცია თემაზე: ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“ გაიმართა.
კონფერენციის მთავარი მიზანი იყო ფართო საზოგადოების ჩართვა აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობაში, განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა და სტუდენტებმა, რომლებმაც თავიანთი სპეციალობების მიხედვით წარმოადგინეს საკუთარი ხედვა კულტურული ლანდშაფტის დაცვასა და პრევენციის საშუალებებზე.
ღონისძიება მოიცავდა მოსამზადებელ გასვლით ტურსა და ვორქშოფს ხაბელაშვილების ხიდსა და პეტრას ციხეზე.