️ვიზიტორებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა ხულოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში არსებული ძეგლების (ციხიყელი, ვარდციხე, გვარას ციხე, ყალივაკის ციხე, ქოქოლეთის ხიდი) სავალი ბილიკებისა და მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდა-შეწამვლა სარეველა ბალახისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო შხამქიმიკატებით.