• EN
  • ge
  • ფოტოკონკურსი - ,,ხინოდან ხიხანამდე’’ - 4 დეკემბერი, 2023

    კონკურსის  პირობები:

    საკონკურსოდ წარმოდგენილი ფოტო უნდა ეხებოდეს აჭარის კულტურულ მემკვიდრეობას და შინაარსობრივად ასახავდეს შემდეგ საკითხებს (ერთიანად ან ცალკ-ცალკე):

    კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს გეოგრაფიულ სივრცეში.

    მატერიალურ ანდა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელთა კომბინაცია შინაარსობრივად ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება.

     

    კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 ორიგინალი ფოტოს ციფრული ვერსია  "JPG" ფორმატით. ელ-ფოსტაზე: info@ajaraheritage.ge. ფოტოსთან ერთად ასევე უნდა გამოაგზავნოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი; მისამართი; საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონი); ძეგლის დასახელება, რომელსაც ეხება ფოტო, რაც ფოტოფაილის დასახელებაში უნდა აისახოს შემდეგნაირად: „ავტორის გვარი, ძეგლის დასახელება“.

    კონკურსანტი ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები. კონკურსის ფარგლებში წარმოშობილ საავტორო უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად კონკურსანტს;

    ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, გარდა იმ პირისა, რომელსაც წარმოექმნება ინტერესთა კონფლიქტი;

    ფოტოს ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს მისი პოლიგრაფიული მიზნებით გამოყენების მოთხოვნებს და იყოს არანაკლებ 24 მეგაპიქსელი. არ მიიღება ფოტომანიპულაცია, პროგრამულად დამუშავებული ან ინტერნეტიდან აღებული ფოტოები;

    აუცილებელი პირობაა რომ ფოტო გადაღებული იყოს კონკურსის გამოცხადების შემდგომ პერიოდში;

    გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: გამომსახველობა; ორიგინალურობა;  კრეატიულობა; კომპოზიცია;

    გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფოტოტექნიკის ვაუჩერებით.

    I ადგილი: 2000 ლარიანი ვაუჩერი, II ადგილი: 1500 ლარიანი ვაუჩერი და III ადგილი: 1000 ლარიანი ვაუჩერი.

     

    ნამუშევრების მიღების ბოლო ვადააა 2024 წლის 15 მარტი

    ძეგლების ჩამონათვალი

    ინტერაქტიული რუკა