• EN
  • ge
  • ru
  • ჩვენ შესახებ
    Hot Line 0 422 225 602

    2011 წლის 18 იანვრიდან აჭარაში ფუნქციონირება დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ. იგი დაფუძნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებითა და უშუალო ხელშეწყობით. სააგენტოს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში და არის მისი უფლებამონაცვლე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის ნაწილში.

     

    დებულება

    სტრუქტურა