• EN
  • ge
  • ru
  • მუზეუმები
    Hot Line 0 422 225 602

    ბათუმის მუზეუმი

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბოლო პერიოდში გაზრდილი ტურისტების რაოდენობიდან გამომდინარე შესაბამის კულტურულ და გასართობ დაწესებულებებთან ერთად, დაიგეგმა ახალი მუზეუმების მშენებლობა. ამ მინით, ქალაქ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში, რომელიც ადრე თამბაქოს მსხვილ ფაბრიკანტს წარმოშობით ბერძენ ქველმოქმედსა და მეფაბრიკეს ლაზარე ბინიათ-ოღლის ეკუთვნოდა,,ბათუმის მუზეუმი’’ გაიხსნა. აღნიშნულ შენობას სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს უძრავი ძეგლის სტატუსი. იგი წარმოადგენს ,,მოდერნის’’ სტილის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს. ,,ბათუმის მუზეუმში’’ ამ პერიოდისათვის დამზადებულია 16 ცვილის ქანდაკება: მედეა და იასონი, რომაელი ჯარისკაცი... ორი არგონავტი.. ასევე ამ შენობის პირველი მეპატრონის ბინიათ ოღლის სკულპტურა და სხვები. ცვილის ფიგურებს ფონს უქმნის დეკორაციული პანორამები, რაც მიმზიდველს და საინტერესოს ხდის მუზეუმს.