• EN
  • ge
  • ru
  • პლენერი
    Hot Line 0 422 225 602

    თანამედროვე ქანდაკებათა  გამოფენა ბათუმში

      ბათუმის სახელი ევროპული სტილის ქალაქთან ასოცირდებოდა. კავკასიის საზღვაო ჭიშკრის მნიშვნელობა „ბათუსს“ - ღრმა ყურეს დიდ პერსპექტივებს უქადდა და ისტორიულადაც იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ევროპის, განსაკუთრებით კი ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებთან. ეს ურთიერთობები არ ატარებდა მხოლოდ სავაჭრო ხასიათს, კომერციულ ინტერესებთან ერთად ბათუმში ვრცელდებოდა და მკვიდრდებოდა ევროპული კულტურის ელემენტები. ამიტომაც უწოდებენ ბათუმს ინოვაციების ქალაქს.
    ქალაქური ყოფისათვის დამახასიათებელი ნოვაციები ჩვენს ქალაქს ისტორულადაც ახასიათებდა და იგივე გრძელდება თანამედროვეობაშიც.
    2011 წელს სიახლეების სიყვარულით ოდითგანვე ცნობილ ქალაქში საერთაშორისო მნიშვნელობის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჩაეყარა საფუძველი. ბათუმში ქანდაკებების საერთაშორისო პლენერი მოეწყო.
    თავად იდეა ქანდაკებათა გამოფენისა საოცარია და ქალაქისათვის ფრიად საინტერესოც იქნება. პერსპექტივაში ესაა კიდევ ერთი ახალი კულტურულ-გასართობი და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებების ადგილი, რომელიც მუდმივად განახლებადი და მიმზიდველი იქნება საზოგადოების სხვადასხვა ფენებისათვის. ქართული ქანდაკების ისტორიის ფესვები საუკუნეებს ითვლის, მაგრამ ქანდაკებების საერთაშორისო პლენერი,  თანამედროვე ქართული ქანდაკების ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან და წარმატებულ ეტაპადაც შეიძლება განვიხილოთ. მიმზიდველია ის გარემოებაც, რომ პლენერში ქართველ მოქანდაკეებთან ერთად უცხოელებიც   მონაწილეობდნენ და ამით გამოფენა საერთაშორისო აღიარებასა და მხარდაჭერასაც პოულობს.  
    ბათუმში გამართულ პირველ პლენერზე წარმოდგენილი ქანდაკებების ავტორთა სახელები ქალაქის ფართო საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, ესენია: ჯუმბერ ჯიქია– სკულპტურული კომპოზიციით „კაპადოკია – ისტორიის საფეხურები“;ჯონი გოგაბერაშვილი – „სიცოცხლის სვეტი“; ვალერი ჯიქია – „მზის ამოსვლა“; ალესიო რონალდი(იტალია) – „მგრძნობიარე მარმარილო“; ოლანდ მაიერი(გერმანია) –„სიყვარულის ყვავილი“; მიგელ ისლა(ესპანეთი) – „ტორო“;
    ქანდაკებები არც გამომსახველობითი და არც შინაარსობრივი მახასიათებლებით არ ჰგავს ერთმანეთს. თითოეულს ახასიათებს ინდივიდუალურობა და აზრის გადმოცემის იდუმალება. ამ შემთხვევაში ქანდაკების სახელწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მასში ჩადებული აზრის ამოცნობა მხოლოდ საქართველოს ისტორიის, მისი კულტურული ღირებულებების და ბათუმის, როგორც სიყვარულის ქალაქის ცოდნითაა შესაძლებელი.
            პლენერის იდეა, რომელიც წელს დაიწყო მომავალშიც გაგრძელდება.     

    2011 წლის პლენერი პირველი და თანაც გამართული ნაბიჯია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.