• EN
  • ge
  • ru
  • არქეოლოგია
    Hot Line 0 422 225 602

    არქეოლოგიური გათხრები პეტრას ციხეზე

    მიმდინარე წელს არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სოფელ ციხისძირში მდებარე ისტორიულ ციხე-ქალაქში უნიკალური მასალები იქნა აღმოჩენილი. არქეოლოგებმა ციხის ერთ-ერთ კოშკში ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებულ უმნიშვნელოვანეს მასალებს მიაკვლიეს. გაირკვა, რომ კოშკი დაიწვა და დაინგრა ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე წარმოებული ბრძოლის დროს. კოშკში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალიდან აღსანიშნავია: რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა). აქვე აღმოჩნდა ადამიანის დამწვარი ძვლების ფრაგმენტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მებრძოლები ციხის დაცვას შეეწირნენ. კოშკის დაწვისა და დანგრევის შემდეგ, მისი აღდგენა არავის უცდია. ამის გამო უცვლელად იქნა შემონახული პეტრას ციხეზე VI საუკუნეში წარმოებული ბრძოლის შედეგები.

     

      

     

    არქეოლოგიური ექსპედიცია გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე საერთაშორისო ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიცია დასრულდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია ოსმალური და რომაული პერიოდის ყაზარმის ნაშთები. I ს-ის მეორე ნახევრით დათარიღებული შენობის მოზაიკიანი იატაკი და ამ შენობაში შესასვლელი კიბის საფეხურები. გათხრების შედეგად გამოვლენლია ოსმალური, ბიზანტიური და რომაული პერიოდის სხვადასხვა სახის არქეოლოგიური მასალები: დოქები, ჯამები, ქოთნები, ამფორები, მინის ჭურჭლის ნატეხები, მონეტები, ბირთვები, მინის ბეჭდები, ბრინჯაოს ქანდაკების ფრაგმენტები და ა.შ.