• EN
  • ge
  • ru
  • ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაცია (EN)
    Hot Line 0 422 225 602

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანიამ“შეასრულა. ხინოწმინდის ეკლესია მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ქობულეთიდან 45 კმ-ის დაშორებით. ეკლესია, სავარაუდოდ, IX საუკუნეშია აშენებული. ისტორიული ცნობები ხინოს შესახებ პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან გვხვდება. ტაძარი მე-18 საუკუნეში ოსმალების შემოსვლის დროს დაინგრა, ნაწილობრივ დანგრეულ ეკლესიას მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მიწისძვრა დაემატა.