2018 წლის 2 მარტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ვორკშოფი ,,კედლის მხატვრობის და ფასადის დეკორატიული ელემენტების საკონსერვაციო პროექტის მომზადება და პრაქტიკა’’გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნულ კომიტეტში (ICOMOS- საქართველო) კედლის მხატვრობის, ქვის რესტავრაციის და სამშენებლო მასალების სპეციალისტი ლელა ნინოშვილი.
თემა მოიცავდა კულტურული მემკვიდრეობის დარგში (კედლის მხატვრობის და ფასადის დეკორის მაგალითზე) წინასაპროექტო კვლევის მნიშვნელობას, მეთოდებს და საპროექტო პროცესებს. ასევე განიხილეს დღეს არსებული საფრთხეები და არასწორი კონსერვაციის მაგალითები.