2018 წლის 16 მაისს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, მუზეუმის მეგობარი სკოლების ერთობლივი ღონისძიება „ ვმეგობრობთ მუზეუმებთან“ გაიმართა.
მე-16 საჯარო სკოლის მიერ წარმოადგენილი იყო არჩევით საგან „მეწარმეობა“-ს საფუძვლების ფარგლებში შექმნილი მინი-კომპანია „SPACE LIGHT„ მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი სანათები და მხატვარ-გიორგი ნიკოლაიშვილის ნახატები.
სალიბაურის საჯარო სკოლისა და მე-20 სკოლის მიერ კი სხვადასხვა მასალით შესრულებული ნაკეთობები , ფერწერული კომპოზიციები და ხელნაკეთი ნივთები.