აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარესტავრაციო ლაბორატორიაში პოლონელი მხატვრის , ვლადისლავ სტახოვსკის ნამუშევრის - ,,ბათუმის პორტი - XIX საუკუნე“ რესტავრაცია განხორციელდა. იგი შესრულებულია 1887 წელს. ფერწერული ტილო ინახება აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, სადაც შემოვიდა 1957 წელს საზღვაო სააგენტო ,,ინფლოტიდან“.