• EN
  • ge
  • ქ. ბათუმში, ფშაველას ქ.N 35/67-ში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზეა წარდგენილი - 22 იანვარი, 2024
    ქ. ბათუმში, ფშაველას ქ.N 35/67-ში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზეა წარდგენილი
     
    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინიციატივით, ქ. ბათუმში, ვ.ფშაველას ქ.N 35/67-ში მდებარე შენობა საქართველოს ეროვნულ სააგენტოში ძეგლის სტატუსის მინიჭებაზეა წარდგენილი.
     
    შენობის შესახებ სახელოვნაბთმცოდნეო კვლევა წარდგენილი იყო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო IV სემინარზე (,,შავიღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები-პრობლემები და პერსპექტივები“), სადაც დარგის სპეციალისტებისაგან, ასევე, დამსწრე საზოგადოებისგან მიიღო დადებითი გამოხმაურება.
     
    აღნიშნული ისტორიული შენობა (აგების თარიღი XX-ის 50-იანი წლები) საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი სახასიათო და მიმზიდველი ნიმუშია, რომლის ზუსტი ანალოგი ქალაქში არ აღინიშნება. ნაგებობა გამოირჩევა სიმეტრიულობით, ლაკონურობით, ფასადის მხატვრული გაფორმებითა და შესრულების კარგი დონით.
     
    შენობა ფრონტალურად იშლება ორი ისტორიული ქუჩის მიმართულებით და საკვანძო გეგმარებითი მდებარეობით აგვირგვინებს ფშაველას ქუჩის აღნიშნულ ნაწილზე არსებულ ძეგლთა არქიტექტურულ ანსამბლს.