საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში უწყებათაშორისო სწავლება ,,პარტნიორი 2024" ჩატარდა.
წვრთნების დასკვნით ნაწილში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი არტეფაქტების ევაკუაცია მოახდინეს რეზერვისტების დახმარებით.
სწავლება მიზნად ისახავდა კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისო კოორდინაციის დახვეწას.