აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქ. N24 ში მდებარე XX ს-ის დასაწყისში აგებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი სააგენტომ 2017 წელს შეიძინა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,შპს იბექსი’’ (ბიუჯეტი- 334 600 ლარი)
მიმდინარე წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუ’’-სთან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ქ.ბათუმში არსებული რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა: (კ. გამსახურდიას ქ.35; ნ.ჯორდანიას ქ.14; მაზნიაშვილის ქN6/აბაშიძის 15; კ.გამსახურდიას ქ.N13/აბაშიძის ქ.N23;) ფონდი ასევე დააფინანსებს ქ.ბათუმში ,,ღვთისმშობლის შობის‘’ სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციას. (ბიუჯეტი -300 000 ლარი) ქ.ბათუმის მერიის დაფინანსებით კი მიმდინარეობს თავდადებულის ქ.35 ში არსებული ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ბიუჯეტი 900 000 ლარი)
2020 წლისათვის სააგენტოს მიერ მოხდება ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების შეძენა რისთვისაც გამოყოფილია 170 000 ათასი ლარი, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისთვის გათვალისწინებულია 60 000 ლარი.