აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ქ.ბათუმში, კ.გამსახურდიას ქ.N36 -ში, ნ.ჟორდანიას ქ N24-ში და ზ.გამსახურდიას N39 -ში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს სახურავის, სადარბაზოს კიბისა და აივნების რეაბილიტაციას.
აღნიშნული სამუშაოების წარმოების მიზნით სააგენტომ პროექტები 2018 წელს მოამზადა. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბეგური’’ (ბიუჯეტი 34 000 ლარი)