აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აჭარის რეგიონში არსებული ტაძრების, საკულტო ნაგებობების, ციხე-სიმაგრეებისა და ურბანული ძეგლების რესტავრაცია/რეაბილიტაციას მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.
მიმიდნარე წლის განმავლობაში ქალაქ ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ფარნავაზ მეფის #36-ში სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ურბანულ ძეგლს, რომელიც თავისი საფასადო სტრუქტურითა და მხატვრული გაფორმებით საინტერესო და მნიშვნელოვან შენობა/ნაგებობას წარმოადგენს.
ასევე, ლუკა ასათიანის #11-ში
აღდგა ძეგლის მთლიანი ფასადი, გარესტავრირდა სადარბაზო, რომელიც გამორჩეულია ბათუმური ტიპის ორნამენტებიანი მოაჯირით.
აღნიშნული ურბანული ძეგლების რესტავრირებისთვის სულ დაიხარჯა:744 000 ლარი.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის პროცესი მომავალ წელს უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს!