აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ქ. ბათუმში, ასათიანის ქ. N.7-ში არსებული ძეგლის ფასადისა და შიდა სივრცის რეაბილიტაცია
დასრულდა. აღდგა ფასადზე არსებული დაზიანებული ორნამენტები, სარკმლების დეკორატიული არშიები, მოწესრიგდა წყლის ჟოლობების სისტემა. ასევე დასრულდა მ. აბაშიძის ქ.N 43-ში მდებარე შენობის ეზოს მხარეს დაზიანებული შუშაბანდის რეაბილიტაცია. აღნიშნული ურბანული ძეგლების რესტავრირებისთვის სულ დაიხარჯა 240 000 ლარი.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის პროცესი მიმდინარე წელს უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს.