აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გამოვლენილი იქნა სამართალდარღვევები. კერძოდ:
ქ.ბათუმში, ზ.გამსახურდიას ქ.N6-ში (კაფე-თავისუფალი სივრცე ) არსებულ ძეგლზე განხორციელდა უნებართვო სამუშაოები. მიუხედავად სააგენტოს მიერ არა ერთგზის გაფრთხილებისა, სამართალდარღვევის მხრიდან არ იქნა გამოსწორებული უნებართვო სამუშაოები, რაზეც შედგა შესაბამისი საჯარიმო ოქმი და გადაიგზავნა სასამართლოში.
ქ.ბათუმში, ხულოს ქ.N23-ში არსებულ ძეგლზე, სააგენტოს მიერ განმეორებით იქნა შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჯარიმის სამმაგი ოდენობით,
მიმდინარე წელს, სააგენტოს კონტროლის ჯგუფის მიერ ქ.ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სულ ოთხი სამართალდარღვევა იქნა გამოვლენილი.