აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუ’’-ს ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, კ.გამსახურდიას ქ N35-ში მდებარე წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს (ბიუჯეტი - 700000 ლარი)
ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო, საჭიროებდა სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტაძრის გადახურვითი სამუშაოები.რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა.ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული. დღეს იგი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია.
სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,ტაო-ტბელი’’.