აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ, 2020 წლის 24 ივნისს ჩატარებული მონიტორინგის დროს, ბათუმის ზღვისპირა ბულვარის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისას წარმოებული სამუშაოების პროექტთან შეუსაბამობის ფაქტი დაფიქსირდა.
საკითხი ეხება შპს "ამბასადორის" შენობის სართულიანობის ცვლილებას, კერძოდ, ნაცვლად 4 სართულისა, ემატებოდა მე-5 სართული, თუმცა შენობის სიმაღლის საერთო მოცულობა არ გაზრდილა. სააგენტოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე, შპს „ამბასადორი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შემდგომი რეაგირების მიზნით, სასამართლოშია გადაგზავნილი.