ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის უცხოენოვან მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ!
დღეს პირველად, გონიოს ციხის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის მე-5 კლასის უცხოენოვანი მოსწავლეებისთვის (პედაგოგი- ნათია ხინიკაძე) შემეცნებითი გაკვეთილი - დასვენება და გართობა ძველ რომში - Leisure activities and entertainment in Ancient Rome ინგლისურ ენაზე გაიმართა.
ციხის ტერიტორიის დათვალიერების შემდგომ მოსწავლეებისთვის ჩატარდა
პრეზენტაცია და სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.
მოსწავლეები ძველ რომაულ სამაგიდო თამაშს TERNI LAPILLI გაეცნენ, რომლის სათამაშო ქვები თავად დაამზადეს და შემდგომ ინტერესითა და ხალისით ითამაშეს.
გაკვეთილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, თორნიკე მამისეიშვილი უძღვებოდა.